კასილასმა
Aa
Aa

კასილასმა "რეალის" ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა

"რეალის" ყოფილმა და ამჟამად "პორტუს" გოლკიპერმა იკერ კასილასმა პრესასთან საუბრისას სამეფო კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და მადრიდელთა ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა.

"ფეხბურთში შეცდომები ხშირია და ეს მისი განუყოფელი ნაწილია. ამ მხრივ გამონაკლისი არც "რეალია". ადამიანი შეცდომისგან დაზღვეული არასდროსაა, მაგრამ ვთვლი, რომ "ბლანკოსმა" თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არიენ რობენს გუნდიდან წასვლის უფლება მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ის დღესაც "რეალის" ლიდერი იქნებოდა. თავისი მიუნხენური კარიერის განამავლობაში, მან ბევჯერ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეა".

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი 2007 წელს "რეალში" ლონდონის "ჩელსიდან" გადავიდა. მადრიდში მან 2 სეზონი გაატარა. მის ანგარიშზე 65 შეხვედრაში 13 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები