ბარსელონა, გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 9 ქულა - ტენერიფე ბარსელონასთან განადგურდა

ესპანეთის საკალათბურთო სუპერ თასის ნახევარფინალში ლენოვო „ტენერიფე“ „ბარსელონას“ ესტუმრა და 76:108 განადგურდა.

პირველი მეოთხედი ვიდორეტას გუნდმა კარგად ითამაშა და 16:14 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში ყველაფერი შეიცვალა, „ბარსელონა“ კოლოსალურად გააქტიურდა და 40:8 მოიგო. რეალურად, კატალონიურმა კლუბმა მატჩის მოგება მეორე მეოთხედში მოახერხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 37 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 9 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. „ტენერიფეს“ მხრიდან ყველაზე გამორჩეული აბრომაიტისი იყო, რომელმაც არასრულ 22 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი უკვე შიდა ჩემპიონატში გამართავს, სადაც „გრანადას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 2 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა - ჩაკვეტაძე სკამზე დასვეს და ცვლილებაზე ათამაშეს
უოტფორდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა - ჩაკვეტაძე სკამზე დასვეს და ცვლილებაზე ათამაშეს