ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ჰონორარები: რამდენს გამოიმუშავებს თოფურია, თუ ვოლკანოვსკის დაამარცხებს

18 თებერვალს გამთენიისას ანაჰაიმში Honda Center-ში UFC 298-ის საღამო შედგება, რომლის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა იქნება.

ესპანური La Vanguardia-ს ცნობით, ცენტრალური ბრძოლის ჰონორარების შესახებ წერს.

როგორც ცნობილია, არსებობს ფიქსირებული თანხა, რომელსაც ორივე მებრძოლი ოქტაგონზე გასვლისთვის იღებს. ასევე კონტრაქტში გათვალისწინებული თანხაც. და მესამე ნაწილი საღამოს საუკეთესო ბრძოლის წოდებისთვის არის გათვალისწინებული.

თუ, მებრძოლი დებიუტანტია ან მისი ცნობადობა არც ისე დიდია, ის ერთ ბრძოლაში 15-დან 30 ათას დოლარამდე მიიღებს. რაც შეეხება გამოცდილი მებრძოლის ანაზღაურებას, ის ოქტაგონზე გასვლისთვის 80 ათასიდან 250 ათასამდე დოლარს მიიღებს.

რაც შეეხება უმაღლეს კატეგორიას, აქ მხოლოდ ერთეულები შედიან, რომლებსაც კოეფიციენტების მიხედვით გამარჯვების დიდი შანსი აქვთ, ასევე მათი ცნობადობა გულშემატკივართა სიმრავლეს განაპირობებს. მსგავსი ტიპის მებრძოლები 500 ათასიდან 3 მილიონამდე თანხას გამოიმუშავებენ.

ამრიგად, თუ ილია თოფურია ვოლკანოვსკის დამარცხებას შეძლებს, ელ მატადორი დაახლოებით 500 ათას დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თოფურია ვოლკანოვსკის ბრძოლამდე ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილი წარდგება, რომელიც ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე რუსულად არ ვსაუბრობ, ესპანურად ილაპარაკე!“ - Face to Face შედგა
„მე რუსულად არ ვსაუბრობ, ესპანურად ილაპარაკე!“ - Face to Face შედგა