ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

გრან სლემი - ლიპარტელიანმა ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-57 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ჯუდოკამ სერბი მარიცა პერისიჩი ოქროს დროში დაამარცხა.

ბაქოს ტატამიზე ეთერმა მხოლოდ ნახევარფინალური დაპირისპირება დათმო კანადელ კრისტა დეგუშისტან. ნახევარფინალამდე კი ლიპარტელიანმა უზბეკ შუკურჯონ ამინოვას, აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასა და თურქმენეთის წარმომადგენელ მაისა პარდაევს აჯობა.

დღესვე ბაქოში ამირან დარბაისელმა, თორნიკე მაზიაშვილმა, გიგი ოტიაშვილმა და თემურ ნოზაძემ იასპარეზეს. ამ უკანასკნელმა 60 კილოგრამ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ დოსტონ რუზიევთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები