ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: რომადან ფეხბურთის უცოდინარმა ხალხმა გამაგდო

ჟოზე მოურინიომ „რომადან“ გათავისუფლებას მოულოდნელი და უსამართლო უწოდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა რომაელთა მთავარი მწვრთნელის პოსტი 16 იანვარს დატოვა.

„ევროტურნირები დაიწყო, მე კი ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მივიღებ, არა იმიტომ, რომ უკვე გამოვვარდი, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთის უცოდინარმა ხალხმა გამაგდო.

ასეთია აღმავლობითა და ვარდნით სავსე ცხოვრება და მე ყოველთვის უკან ვბრუნდები, მიუხედავად მოულოდნელი და უსამართლო გათავისუფლებისა. მე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და თავდაჯერებულობით დავუბრუნდები ევროტურნირებს“.

- განუცხადა მოურინიომ Football.com-ს.

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ მოურინიოსთან ერთად კონფერენს ლიგა მოიგო, გასულ წელს კი ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვისა და გოჩოლეიშვილის შეცდომები - შახტარის ფრე მარსელთან
აზაროვისა და გოჩოლეიშვილის შეცდომები - შახტარის ფრე მარსელთან