რონალდუმ თანაგუნდელებთან სანაძლეო დადო, რომლის მოგება ძალიან გაუჭირდება
კრიშტიანო რონალდუმ 2017/2018 წლების სეზონი შესაბამის დონეზე ვერ დაიწყო და ეს "რეალის" შედეგებზეც აისახა.
ესპანური პრესის ცნობით, კრიშტიანომ დღეს თანაგუნდელებთან სანაძლეო დადო, რომ სეზონის ბოლოს ლა ლიგის ბომბარდირის ტიტულს ის მიიღებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ პორტუგალიელს ნიძლავის მოგება გაუჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის 11 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია.
ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზე მყოფ მესის კი უკვე 12 გოლი აქვს. რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა და ისეთ გლების მანქანას როგორიც რონალდუა, ნებისმიერი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია, თუმცა ამის გაკეთება, რომ ძალიან გაუჭირდება ეს ეჭვგარეშეა.
შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, რონალდუს "ატლეტიკოსთან" მადრიდული დერბი ელის, რომელიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება. "ბარსა" კი მადრიდში ჩავა და სეზონის აღმოჩენას "ლეგანესს" დაუპირისპირდება.