სილვინიო
Aa
Aa

სილვინიო: საქართველო და უკრაინა მზარდი ნაკრებებია, ვითარდებიან

2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგაზე საქართველო B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა.

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესასთან ისაუბრა და ერთა ლიგის ჯგუფი შეაფასა.

49 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი, რომელიც ფეხბურთელობისას ქომაგებს „ბარსელონაში“ თამაშისას ახსოვთ, ალბანეთის ნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობს.

„ეს რთული ჯგუფია, ძლიერ გუნდებთან ერთად. საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავდება. ვიტყოდი, რომ ძალიან დაბალანსებული ჯგუფია.

ჩეხეთს ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ და ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ. საქართველო და უკრაინა მზარდი ნაკრებებია, ვითარდებიან. ჩვენი მეტოქეები ფიზიკურად ძლიერი გუნდები არიან და რთულ მატჩებს ველი.

ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დიდი კონკურენცია იქნება. ვფიქრობ, ოთხივე ნაკრები ერთ დონეზე იმყოფება“.

ერთა ლიგის მატჩების კალენდარი ცნობილია:

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს 7 სექტემბერს თბილისში ჩეხეთთან მატჩით გახსნის.

7 სექტემბერი, საქართველო - ჩეხეთი

10 სექტემბერი, ალბანეთი - საქართველო

11 ოქტომბერი, უკრაინა - საქართველო

14 ოქტომბერი, საქართველო - ალბანეთი

16 ნოემბერი, საქართველო - უკრაინა

19 ნოემბერი, ჩეხეთი - საქართველო

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას“ - სანიოლის და იაშვილის კომენტარები
„მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას“ - სანიოლის და იაშვილის კომენტარები