AUS Open: საოცარი ფინალი | სინერმა მედვედევს 0:2-დან მოუგო!
Aa Aa
28 იანვარი 2024  |  16:54

AUS Open: საოცარი ფინალი | სინერმა მედვედევს 0:2-დან მოუგო!

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი დრამატული გამოდგა. იტალიელმა იანიკ სინერმა (4) რუსი დანიილ მედვედევი (4) 5-სეტიან ტრილერში 0:2-დან დაამარცხა! 3 საათი და 46 წუთიანი ბრძოლა – 3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3.

დამაჯერებელი 2:0-ის შემდეგ, ბევრი არ ელოდა, რომ მედვედევი უპირატესობას ხელიდან გაუშვებდა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩის დამმარცხებელმა სინერმა, ფინალში თავისი სტატუსი გაამართლა და თასიც დამსახურებულად აღმართა.

იტალიელმა მედვედევთან ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. პირად შეხვედრებში ანგარიში (6:4) რუსის სასარგებლოდაა.

22 წლის იანიკ სინერმა კარიერაში დიდი სლემის ტურნირი პირველი მოიგო. ეს მის კარიერაში მე-11 ტიტულია. ის გახდა მესამე კაცი იტალიიდან, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო და პირველი იტალიელი ბოლო 48 წელიწადში, ვინც დიდი სლემის ტურნირს დაეუფლა.

სინერი 2008 წლის შემდეგ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. მაშინ ტიტული 20 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო.

მედვედევმა კი ასეთი მატჩი კარიერაში მესამედ წააგო, როცა სეტებში 2:0-ს იგებდა. 2019 წელს როლან გაროსის პირველ წრეში პიერ-ჰიუგ ჰერბერტთან დამარცხდა, 2022 წელს კი რაფაელ ნადალთან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. დიდი სლემების ფინალში მედვედევი ერთადერთია, ვინც სეტებში ორჯერ იგებდა 2-0-ს და ორივეჯერ დამარცხდა.

იტალიელი მელბურნში გამარჯვებისთვის 2,1 მილიონ დოლარს მიიღებს. ახლა უკვე მისი კარიერის საპრიზო თანხა 19,1 მილიონი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„ორი მხეცი“ - ესპანური AS-ის სტატია მამარდაშვილსა და ობლაკზე
„ორი მხეცი“ - ესპანური AS-ის სტატია მამარდაშვილსა და ობლაკზე