ქომაგისთვის თავში ფეხის ჩარტყმა ევრას ძვირად დაუჯდა - ფრანგი უმკაცრესად დასაჯეს!
Aa
Aa

ქომაგისთვის თავში ფეხის ჩარტყმა ევრას ძვირად დაუჯდა - ფრანგი უმკაცრესად დასაჯეს!

ევროპის ლიგის მატჩის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, "მარსელის" მცველი პატრის ევრა უმკაცრესად დაისაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრის დაწყებამდე ევრას ქომაგთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას თავში ფეხი ჩაარტყა. რა თქმა უნდა, ფრანგ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა ეს სასჯელი მისთვის ბოლო არ გახლავთ.

"მარსელის" სამწვრთნელო შტაბმა 32 წლის ევრა გუნდიდან უვადოდ მოკვეთა. მისი დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილი არ გახლავთ.

ინციდენტის შემდეგ, ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ ევრას ნერვებთან პრობლემები აქვს და მას ამაზე მუშაობა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები