ოფიციალურად | ნაპოლიმ შეტევა კიდევ ერთი ფეხბურთელით გააძლიერა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს. „პარტენოპეიმ“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაიფორმა და სირილ ნგონგეს ტრანსფერი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელის გაფორმება 20 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც „ვერონამ“ მიიღო. ბელგიელი მოთამაშე 23 წლისაა და როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე მარჯვენა გარემარბად შეუძლია თამაში.
From Belgium to Napoli. Welcome Cyril! ????
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 19, 2024
???? #ForzaNapoliSempre #FromNapolitotheWorld pic.twitter.com/bhBUCMRihE
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კვარაცხელიას გუნდმა ჰამედ ტრაორე გაიფორმა. 23 წლის ნახევარმცველი „პარტენოპეიში“ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ხოლო შემდეგ იტალიელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.