გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და ლუქსემბურგული „ესპერანჟი“ 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, რაც ნიდერლანდურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

მიქაუტაძეზე, რომელიც „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს, ავტორიტეტულმა გამოცემამ, Voetbalzone-მა დაწერა. სტატიის ავტორის თქმით, „ესპერანჟთან“ შეგდებული 2 ბურთი დასტურია იმისა, რომ გიორგი გოლების გატანა არ დავიწყებია.

„მეორე ტაიმის სტარტზე, ესპერანჟი დაწინაურდა, მაგრამ მიქაუტაძემ ანგარიში მალევე გაათანაბრა და მალიკ მბაიეს გადაცემით ისარგებლა. რამდენიმე წუთის შემდეგ, მათ როლები გაცვალეს და მბაიემ მიქაუტაძის პასით გაიტანა. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი გამოიყენა, საბოლოო ანგარიში კი მბაიემ დააფიქსირა. ამ დუბლით, მიქაუტაძემ აჩვენა, რომ გოლების გატანა არ დავიწყებია. გასულ სეზონში, მან მეცის მაისურით 23 ბურთი შეაგდო, მაგრამ აიაქსში არაფერი გამოუვიდა“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა. Voetbalzone-ი აღნიშნავს, რომ მაღალია ალბათობა, „მეცმა“ მისი კონტრაქტი გამოისყიდოს და გიორგი „აიაქსში“ აღარ დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი - მეცმა ამხანაგური მატჩი მოიგო
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი - მეცმა ამხანაგური მატჩი მოიგო