ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

Cadena SER: რეალი ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობს

მადრიდის „რეალი“ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება.

როგორც Cadena SER იტყობინება, მადრიდელები თავდამსხმელის გარემოცვასთან კონტაქტზე არიან. პარალელურად, „მანჩესტერ სიტისთან“ მესამე მხარის - შუამავლების მეშვეობით დიალოგი მიმდინარეობს.

წყაროში აღნიშნულია, რომ ნორვეგიელთან სიტუაციაში „რეალი“ ისევე მოქმედებს, როგორც ჯუდ ბელინგემის შემთხვევაში.

გარდა ამისა, ბელინგემი ჰოლანდთან კავშირს ინარჩუნებს, ისინი ხშირად ურთიერთობენ. Cadena SER-ის ცნობით, ჯუდი ცდილობს მეგობარს აუხსნას, თუ რამდენად კარგი იქნება მისი „სამეფო კლუბში“ ტრანსფერი.

„რეალი" ცდილობს „სიტის“ ფიქსირებულ თანხაზე შეუთანხმდეს, რომელიც ფუნტის კურსის ცვლილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

მხარეები მოლაპარაკებებს ზაფხულში გააგრძელებენ. „რეალმა“ შესაძლოა მბაპეს შეძენაზე უარი განაცხადოს და აქცენტი ნორვეგიელზე გააკეთოს. მადრიდელები ამ ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავენ. დრო გვიჩვენებს, თუ ვინ იქნება 2024/25 წლების სეზონში შეტევაში ბელნგემისა და ვინისიუსის მეწყვილე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები