ტოტენჰემი
Aa
Aa

როცა ბოდო-გლიმტი VS ტოტენჰემზე წასვლა ძალიან გინდა | ფანმა 5 კგ თევზი ბილეთში გაცვალა

ევროპა ლიგის ნახევარფინალში, „ბოდო-გლიმტის“ მეტოქე „ტოტენჰემია“. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და „დეზებმა“ 3:1 იმარჯვეს, განმეორებითი დაპირისპირება კი ნორვეგიაშია ჩანიშნული და ბილეთებზე უდიდესი მოთხოვნაა.

„ბოდო გლიმტის“ ერთ-ერთმა ქომაგმა, ტორბიორნ ეიდემ ბილეთის მისაღებად უცნაურ გზას მიაგნო. მან მზადყოფნა გამოხატა, ერთი ბილეთის სანაცვლოდ 5 კილოგრამი ბუნებრივად გამომშრალი თევზი დაეთმო. საუბარია ნორვეგიულ დელიკატეს თევზზე, რომელიც არ მარილდება და მისი გამოშრობა მზისა და ქარის წყალობით ხდება. 5 კილოგრამი თევზის ფასი დაახლოებით 214 ევროა.

„თევზს საუკეთესოდ ჩვენ ვამზადებთ და ნორვეგიაში უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით. სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, რომ ვინმე მოისურვებდა, ის ბილეთში გადაეცვალა“, - განაცხადა ეიდემ NRK-სთან საუბრისას.

სხვათა შორის, ეიდეს გაუმართლა. ეისტეინ ანესს ზედმეტი ბილეთი აღმოაჩნდა, რადგან მისმა ძმამ მატჩზე წასვლა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Mundo Deportivo: შეთანხმება მიღწეულია - შენგელია ბარსელონაში ითამაშებს
Mundo Deportivo: შეთანხმება მიღწეულია - შენგელია ბარსელონაში ითამაშებს