მარჩინიაკი: “ფლიკისა და მისი მოთამაშეების კომენტარები სასაცილოა“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ინტერმა ბარსელონას 4:3 მოუგო და ფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა, ბარსას ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა სიმონ მარჩინიაკი გააკრიტიკეს. პოლონელი არბიტრი მიკერძოებაში დაადანაშაულეს.
ამასთან დაკავშირებით, თავად მარჩინიაკმა კომენტარი გააკეთა.
მარჩინიაკი:
„ფლიკისა და მისი მოთამაშეების კომენტარები სასაცილოა. რა შემიძლია ვთქვა სულელურ კომენტარებზე? მე ზიანი არავისთვის არ მიმიყენებია“.
შეგახსენებთ, რომ მარჩინიაკს რამდენიმე ეპიზოდზე ედავებიან, მათ შორის აჩერბის გოლის მომენტზე, რა დროსაც დუმფრისსა და ხერარდ მარტინს შორის ფიზიკური შეჯახება მოხდა.
ასევე კატალონიელები თვლიან, რომ ლამინ იამალზე პენალტი იყო დასანიშნი და არა ჯარიმა. ცნობისთვის, ინტერი ჩ.ლიგის ფინალში არსენალს ან პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.