ნაპოლი, ფიორენტინა, ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ კაიოდე
Aa
Aa

ფიორენტინას მცველი: “კვარა ტოპ მოთამაშეა, მაგრამ კარგად შევისწავლე“

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „იების“ უკანახაზელმა მაიკლ კაიოდემ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

კაიოდე:

„ძალიან დიდი მოლოდინი შეიქმნა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თასი ფლორენციაში წამოვიდეს. კვარაცხელია? ის ტოპ მოთამაშეა. შიდა ჩემპიონატში კარგად შევისწავლე. ვფიქრობ, კარგი დუელი გვექნება."

ჩვენი საიდუმლო? ჯგუფური ერთიანობა! ჩემი თამაში? არ ველოდი, რომ ასეთი კარგი სეზონი მექნებოდა. თანაგუნდელების და ტექნიკური პერსონალის ნდობა ვიგრძენი. ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერ თასზე „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ გარდა „ინტერი“ და „ლაციოც“ თამაშობენ. კვარაცხელიას გუნდის მატჩი 18 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი ვარიანტი - ნაპოლი ახალი სეზონიდან პიოლის დანიშვნას განიხილავს
ერთ-ერთი ვარიანტი - ნაპოლი ახალი სეზონიდან პიოლის დანიშვნას განიხილავს