დევიდ ბექჰემი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ბექჰემი: მესის ვერავის შეადარებ, მაგრამ მასთან ყველაზე ახლოს იამალია

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ლამინ იამალზე ილაპარაკა.

მან „ბარსელონას“ 17 წლის მოთამაშის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ლიონელ მესისთან პარალელიც კი გაავლო.

„ჩემი აზრით, მესის ვერავის შეადარებ, მაგრამ მასთან ახლოს იამალი ყველაზე ახლოსაა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მე მინახავს. მჯერა, ერთ დღესაც ის შეძლებს ისეთივე კარგი იყოს, როგორიც ლეოა. ასეთი მოთამაშეები მხოლოდ 20-30 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ლამინი 17 წლისაა და მან „ბარსელონაში“ უკვე 100 მატჩი ჩაატარა. ის ბარსელონაში დაიბადა, ბარსას აკადემია დაასრულა და შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშეა“ - თქვა ბექჰემმა CBS Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 24 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუვიწყარი მატჩი - ინტერმა ბარსელონას მოუგო და ფინალში გავიდა
დაუვიწყარი მატჩი - ინტერმა ბარსელონას მოუგო და ფინალში გავიდა