ბარსელონა, ინტერი
Aa
Aa

ინტერისა და ბარსას მატჩის მიწურულს - გულშემატკივარმა გულის შეტევა მიიღო

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერმა საოცარ ბრძოლაში ბარსელონა 4:3 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება სავსე იყო ემოციებით. შეიძლება ითქვას, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარფინალი ვიხილეთ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულებისას, ნერაძურის ერთ-ერთი ქომაგი ცუდად გახდა.

უფრო კონკრეტულად კი 40 წლის ადამიანს გულის შეტევა დაემართა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

საქმეში ინტერის ექიმები ჩაერივნენ და გულის დეფიბრილატორი 4-ჯერ გამოიყენეს. აღნიშნული პიროვნება საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. მას ახლა არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ინტერი ბარსელონას 2:0-ს უგებდა. კატალონიელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს და 3:2-ს იგებდნენ, თუმცა ნერაძურიმ საბოლოო ჯამში 4:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები