“უამრავ ბედნიერ სახეს ვხედავ“ - არტეტა ატლეტიკოს დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის არსენალმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.
არტეტა:
„საოცარი საღამოა — ასეთი მომენტის განცდა ფეხბურთელებთან და კლუბის თითოეულ წევრთან ერთად უბრალოდ წარმოუდგენელი გრძნობაა. ყველაფერს აზრი ეძლევა იმ შრომის შემდეგ, რასაც ყოველდღიურად ვდებთ. ვხედავ იმდენ ბედნიერ სახეს და ყველა ამაყობს იმით, რასაც ვაკეთებთ.
დასაწყისიდანვე დაუჯერებელი იყო — გულშემატკივრები სტადიონის გარეთ გველოდნენ, ის ენერგია და ემოცია, რაც მათ მოიტანეს... უბრალოდ შესანიშნავი იყო ამ მატჩის მოგება.
გულშემატკივრებმა დააწესეს სტანდარტები და ჩვენ ვცდილობდით მათთან გათანაბრებას. მრავალი წელი გვიჭირდა, რომ ეს სიხარული დაგვებრუნებინა მათთვის და მათი თვალებში დანახული სიამაყე მართლაც ლამაზი სანახავი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნს ან პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.