საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U21 ევროპის ჩემპიონატი - ცნობილია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა

11-29 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიც მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან დაიწყება, ფასი კი 12 ევრო იქნება.

გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა პლატფორმა Biletebi.ge-ის მეშვეობით შეეძლებათ. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, ყიდვისას კი აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების მითითება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი 11 ივნისს პოლონეთის, 14 ივნისს საფრანგეთის და 17 ივნისს პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები