ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს“ - კვარა ოლისეს ოქროს ბურთის ხუთეულში

ნიგერიის ნაკრების და დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა ფეხბურთელმა სანდი ოლისემ თვის სოციალურ ქსელში ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა ხუთეული გამოაქვეყნა და სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

რას წერს ოლისე:

„ხვიჩა კვარაცხელიას მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს, რაფინია ყველაფერს მარტივად აკეთებს, საკა ფეხით თამაშის დროს ისეთი მოქნილია, რომ ეს თამაშს ძალიან ლამაზს ხდის, ასევე დემბელე და იამალი ჩემთვის იდეალურ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ხუთეულია უდავოდ ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები. ამ ტიპის მოთამაშეების წყალობით შემიძლია 90 წუთის განმავლობაში ტელევიზორს ვიყო მიჯაჭვული“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და ძირითად გუნდში მაშინვე დაიმკვიდრა ადგილი. ახლა ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძვის, სადაც დღეს, ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა