Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა არსენალს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მეორე გოლში მონაწილეობა მიიღო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი გოლის დროს, ჯარიმა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გამოიმუშავა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
დონარუმა(7.3), ჰაკიმი(7.5), მარკინიოსი(6.4), პაჩო(7.0), მენდეში(6.5), ნევეში(7.1), ვიტინია(6.8), რუისი(7.5), დუე(7.1), ბარკოლა(6.6), კვარაცხელია(6.8), დემბელე(7.1), ერნანდესი(6.7), რამუში(6.6).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა უკანასკნელად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში 2007 წელს ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშა. პარი სენ ჟერმენი 31 მაისს, მიუნხენში ინტერს შეხვდება.
კვარას მომენტები VS არსენალი
