აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი: ლუის ენრიკე გენიოსია

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგი ფინალშია. პსჟ-მა „არსენალი“ განმეორებით მატჩიც დაამარცხა. ანგარიში 2:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი გოლის ავტორმა, აშრაფ ჰაკიმიმ, რომელიც ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, Canal+-თან კომენტარი გააკეთა.

„ეს დაუჯერებელია. ატმოსფერო, გულშემატკივრები. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ მომენტისთვის. ბევრს სჯეროდა ჩვენი. ვიმსახურებთ ამ მომენტებს როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები. ლუის ენრიკემ დაუჯერებელი სამუშაო გასწია მას შემდეგ, რაც აქ მოვიდა. მან არაჩვეულებრივი გუნდი შექმნა - ის გენიოსია. მოტივირებულები ვართ. „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია. გვინდა ვისიამოვნო და ბევრს ვიმუშავებთ, რომ ფინალისთვის მოვემზადოთ“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება