მიკელ არტეტა
Aa
Aa

არტეტა: ორივე მატჩი პსჟ-ს მეკარემ მოიგო

„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა . პსჟ-მა „მეთოფეები“ განმეორებით მატჩიც დაამარცხა. ანგარიში 2:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

„იმის ნახვა, თუ როგორ თამაშობს ჩემი გუნდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, სიამაყით მავსებს. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ პსჟ-ს წინააღმდეგ, შესანიშნავი იყო. 2 წლის წინ არავის სჯეროდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს გავივლიდით. ზოგჯერ მეტოქეს ტაში უნდა დაუკრა. ორივე მატჩი მათმა მეკარემ მოიგო. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება