ნეიმარი, დანი ალვეში
Aa
Aa

800 000 $ და ძლიერი ადვოკატი - ნეიმარი ალვეშის თავისუფლებისთვის იბრძვის

როგორც მოგეხსენებათ დანი ალვეში კვლავ ციხეში იმყოფება და სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქმე დასკვნით ფაზაში შედის.

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის თავისუფლებისთვის ნეიმარი იბრძვის. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ნეიმარმა ალვეშისთვის 800 000 დოლარი გამოყო და ასევე ძვირადღირებული ადვოკატი გამოყო, რომელმაც მისი თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში სექსუალურ ძალადობაში მიმდინარე წლის იანვარში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენება არაერთხელ შეცვალა და სასამართლო სწორედ ამის გამო იწელება. საგულისხმოა მსხვერპლი ქალბატონის ჩვენება, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს განაჩენის გამოტანაზე.

„დანი ალვეში ჩემ უკან იდგა. ერთ მომენტში, გვერდზე გავიდა და ჟესტით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და გამეგო, რა უნდოდა, სხვა არაფერზე მიფიქრია. სალაპარაკოდ გავყევი და წარმოდგენა არ მქონდა, სად მიდიოდა. მახსოვს, როგორ შევიდა იქ, სადაც ეს მოხდა, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადგილისკენ მივყავდი.

კარი გააღო და როგორც კი შევედი, მივხვდი, სად აღმოვჩნდი. ძალიან პატარა საპირფარეშოში ვიყავი და შოკი სწორედ ამ მომენტში დამეწყო. მახსოვს, დაჯდა, რა დროსაც ვუთხარი: „უნდა წავიდე, უნდა წავიდე“. კაბა გამიხია და მაიძულა, ზედ გადავჯდომოდი. ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ რაღაცებს მეუბნებოდა და უნდოდა, საკუთარი თავისთვის პატარა ძუკნა დამეძახა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მუხლი მატკინა, ჭრილობა ახლაც მეტყობა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ორალური სექსი მქონოდა. მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ ყელზე მომიჭირა და ფიზიკურად გამისწორდა“.

შეგახსენებთ, რომ თუ დანი ალვეშს ბრალი დაუმტკიცდება, მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სითავხედე დაკარგა, ბურთს აღარ ითხოვს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარაზე
„სითავხედე დაკარგა, ბურთს აღარ ითხოვს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარაზე