Aa
Aa

"ოლიმპიაკოსმა" "ბარსას" უნიკალური სვლა შეწყვიტა

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა და პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" პირველი ქულები დაკარგა.

"გეორგიოს კარაისკაკისის" არენაზე შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა და ეს გახლდათ 2012 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

2012 წლის 5 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" "ბლაუგრანამ" ლისაბონის "ბენფიკას" უმასპინძლა და 0-0 ითამაშა. მას შემდეგ დღემდე, კატალონიური გუნდი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გოლის ახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფს "ბარსა" 10 ქულით ლიდერობს. მე-2 პოზიციას კი ტურინის "იუვენტუსი" (7 ქ.) იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები