Aa
Aa

"ვალენსიას" მორიგი რეკორდი! "ღამურები" აღარ ხუმრობენ

„ვალენსიაში“ მარსელინიო გარსიას მისვლის დღიდან გუნდს წინსვლა აქვს. ეს ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია.

„ღამურებმა“ თავიანთი არსებობის ისტორიაში, ლა ლიგაში საუკეთესო სტარტი დააფიქსირეს და პირადი რეკორდიც დაამყარეს.

„მესტალიას“ ბინადრებს საწყისი 10 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვთ და მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.

აქამდე, კლუბის საუკეთესო მაჩვენებელი 10 ტურში 23 ქულა იყო. ამის გაკეთება „ღამურებმა“ 2003/2004, 2008/2009 და 2014/2015 წლების სეზონებში მოახერხეს. 2004 წელს ისინი სულაც ჩემპიონები გახდნენ.

საინტერესოა, თუ რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს მარსელინიოს „ვალენსია“. ამ მომენტისთვის, ისინი ლიდერ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მდევარ „რეალს“ ასევე 4 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები