ბენდელას თასი ლოკომ მოიგო - საუკეთესო მოთამაშე მათე შანიძე გახდა
ბენდელას თასის 33-ე გამარჯვებული "ლოკომოტივი" გახდა, რომელმაც ფინალში 35-ე სკოლა 2:0 დაამარცხა. პატარა „რკნიგზელებმა'' გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. მესამე ადგილზე „რუსთავი“ გავიდა, რომელმაც მატჩი მესამე ადგილისთვის „დინამოს' სკოლას აჯობა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოება გაიმართა და საუკეთესოები გამოვლინდნენ.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივის'' მოთამაშე მათე შანიძე გახდა, რომელსაც სვადასხვა საჩუქართან ერთად PlayStation 5 გადაეცა. „ლოკოს“ 11-წლამდე გუნდის თავკაცი ლაშა კვარაცხელია ბენდელას თასის 2023 წლის გათამაშების საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
აღნიშნულ ტურნირზე 11-წლამდე გუნდების მონაწილეობდნენ. ტურნირზე სულ 16 გუნდი ასპარეზობდა, აქედან 4 გუნდი ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო.
ფოტო: თბილისის „ლოკომოტივის'' პრესსამსახურის ფოტოები