Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს!
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს უთხრა, რომ ყველა წინადადება დაბლოკოს გარდა "ბარსელონასი". კატალონიელთა ხელმძღვანელობმა კი საჯარო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ზამთარში ფინანსურად ნებისმიერი ფეხბურთელის შესაძენად მზად არიან.
დღეს კი ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, რომ "მერსისაიდელთა" ბორდმა იურგენ კლოპს კოუტინიოს დათმობა მოსთხოვა. ინგლისელები მზად არიან, ბრაზილიელი მოთამაშე ზამთარში 130 მილიონ ფუნტად გაყიდონ და გერმანელ სპეციალისტს პირობას აძლევენ, რომ ტრანსფერიდან მიღებული ყოველი ცენტი შემადგენლობის გაძლიერებას მოახმარდება.
როგორც ჩანს, ხანგრძლივი სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება და იანვარში ფელიპე კოუტინიო "კამპ ნოუზე" გადაბარგდება.