Aa
Aa

"არსენალმა" რეკორდი დაამყარა! "მეთოფეები" ფორმაში შედიან

პრემიერლიგის მე-10 ტურში, ლონდონის "არსენალმა" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. "მეთოფეებმა" "სუონსის" 2-1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში თანაქალქაელ "ჩელსისთან" ერთად 4-5 პოზიციებს ინაწილებს.

არსენ ვენგერის გუნდმა წლევანდელ სეზონში რეკორდი დაამყარა. "ემირეიტსზე", ლონდონელებმა ყველა ტურნირის ეგიდით 13 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანი მოიგეს.

როგორც მოგეხსენებათ, "არსენალის" საფეხბურთო არენა 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, აქ ასეთი შედეგი გუნდს არ დაუფიქსირებია.

თავად ვენგერისთვის კი "სუონსისთან" მატჩი, პრემიერლიგის ეგიდით კარიერაში მე-800 გამოდგა.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფრანგ სპეციალისტს ქომაგების დიდი ნაწილი უპირისპირდება და მის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქცია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები