ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილის შანსი | რას წერს Cuoregrigiorosso ქართველ ფეხბურთელზე

იტალიურმა გამოცემამ, Cuoregrigiorosso-მ „კრემონეზეს“ ქართველ ფეხბურთელზე, ლუკა ლოჩოშვილზე დაწერა. 25 წლის მცველს დიდი ხანია, სათამაშო დრო არ ეძლევა და Cuoregrigiorosso-ს მიხედვით, ლუკას თავის გამოჩენის შანსი მომდევნო შეხვედრაში ექნება.

„კრემონეზეს მაისურით ორ თვეზე მეტია არ უთამაშია, მაგრამ როგორც იქნა, ლუკა ლოჩოშვილის ჯერი დადგა. ანტოვისა და ბიანკეტის დისკვალიფიკაციების წყალობით, ქართველ ფეხბურთელს სავარაუდოდ შანსი მიეცემა, ჯოვანი სტროპას 3-მცველიან უკანა ხაზში დაბრუნდეს.

ლოჩოშვილმა ბოლოს კომოსთან მატჩში ითამაშა. გამარჯვების მიუხედავად, ის ერთ-ერთი ანტიგმირი გახლდათ. მის მიერ დაცვაში ნაჩვენები ასპარეზობა მაღალი დონის ნამდვილად არ ყოფილა და წითელი ბარათიც მიიღო“, - წერს Cuoregrigiorosso-ი.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ 29 ქულა აქვს და სერია B-ს სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე ბოლოადგილოსანი „ფერალპისალოა“, რომელსაც 16 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფულად ჯილდოს დაჰპირდა“ | დე ლაურენტისი ფეხბურთელებს შეხვდა და ისინი გაამხნევა
„ფულად ჯილდოს დაჰპირდა“ | დე ლაურენტისი ფეხბურთელებს შეხვდა და ისინი გაამხნევა