აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ფულად ჯილდოს დაჰპირდა“ | დე ლაურენტისი ფეხბურთელებს შეხვდა და ისინი გაამხნევა

12 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:59-ზე, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ვალტერ მაცარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში „ბრაგას“ დაუპირისპირდება და პლეიოფის საგზურის განაღდებას შეეცდება.

იტალიელი ჟურნალისტის, მასიმო უგოლინის ინფორმაციით, გუშინ, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ნეაპოლელთა პირველი პირი ფეხბურთელებს შეხვდა და ისინი გაამხნევა.

„გამომდინარე დელიკატური სიტუაციიდან, რომელშიც გუნდი იმყოფება, დე ლაურენტისი ფეხბურთელებს, პლეიოფში გასვლის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს დაჰპირდა. ნაპოლი უფსკრულის პირას იმყოფება და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა უდიდესი დარტყმა იქნება“, - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. „ბრაგა“ 4 ქულით მესამეა და ნეაპოლში სასურველი ანგარიშით მოსაგებად ჩადის. გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა „პარტენოპეიმ“ სტუმრად 2:1 მოიგო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ვეტერანებს ძალიან აბრაზებდა“ - ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი
„ხვიჩა ვეტერანებს ძალიან აბრაზებდა“ - ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი