გიგა ბულია, Academy Cup, კახა მგელაძე, ანდრია ქობულაძე
Aa
Aa

ფინალი სფფ-ის რუხის აკადემიამ მოიგო - საუკეთესო ფეხბურთელი ქობულაძე გახდა

15-წლამდე ფეხბურთელთა შორის Academy Cup-ის გამარჯვებული სფფ-ის რუხის აკადემია გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ინტერის აკადემია პენალტების სერიაში დაამარცხა.

მესამე ადგილზე კუსტანაის "დიუში" გავიდა, მეოთხე საფეხური კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს ერგო.

ტურნირი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ 8 გუნდი მონაწილეობდა, სამი ქართული და 5 უცხოური. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი სფფ-ს რუხის აკადემიის მოთამაშე ანდრია ქობულიძე გახდა (მთავარ ფოტოზე ქობულაძე პრიზით ხელში). ტურნირის საუკეთესო ფორვარდად სფფ-ის რუხის აკადემიის თავდამსხმელი გიგა ბულია დასახელდა. CrystalSport-ი ბულიას შესახებ წერდა, გასულ ზაფხულში სფფ-ის რუხის აკადემიის სამი ფეხბურთელი გიგა ბულია, გიორგი ჭეხანი და გიორგი ჯაბურია პოლონურ „რაკუვში'' იმყოფებოდნენ, სადაც თავი კარგად წარმოაჩინეს, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნათ (ვრცლად).

ტურნირს თენგიზ სულაქველიძისა და ინტერის აკადემიის სტადიონებებმა უმასპინძლა, 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია რომ ტურნირის ორგანიზატორი „საბურთალოს’’ ყოფილი მედიაოფიცერი კახა მგელაძე იყო, რომელიც მრავალი წელია ღირსეულად ემსახურება ქართულ ფეხბურთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები