გოჩოლეიშვილმა საგოლე შეტევებში მიიღო მონაწილეობა | აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  21:22

გოჩოლეიშვილმა საგოლე შეტევებში მიიღო მონაწილეობა | აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა

უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის „შახტარი“ „ვერესს“ დაუპირისპირდა. დონეცკელებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და მეტოქეს ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 2:0 სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ, ოლექსანდრ ზუბკოვმა დმიტრო კრისკივი ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა. კრისკივის ჩაწოდება ჟულიო სეზარს ცუდად მოხვდა და ავტოგოლი გავიდა.

მატჩის 50-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ, „ვერესის“ მცველებმა ცუდად ითამაშეს, რის შემდეგაც ბურთი ზუბკოვს მიუვიდა. ოლექსანდრმა მეტოქის კარისკენ დაარტყა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ. მთავარმა მსაჯმა, კატერინა მონზულმა მომენტი გადაამოწმა და ძალიან საკამათო პენალტი დადო, რომელიც ზუბკოვმა გააცუდა.

ზუბკოვმა მაინც გაიტანა და 69-ე წუთზე გამოირჩა. გოჩოლეიშვილის გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ, „ვერესის“ ფეხბურთელებმა ცუდად ითამაშეს და ზუბკოვმა საბოლოო ანგარიში ლამაზი დარტყმით დააფიქსირა - 2:0. ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს და მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

ცნობისთვის, „შახტარს“ 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 31 ქულაა. დონეცკელები ლიდერ „დნიპრო-1“-ს 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა