კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„500 მილიონად ფეხით ჩავალ“ | ანჩელოტის ხუმრობა საუდის არაბეთზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მის გუნდს მომდევნო შეხვედრა „ბეტისის“ წინააღმდეგ ელის და იტალიელმა სპეციალისტმა საუდის არაბეთში წასვლაზე იხუმრა.

„რას ვიზამ თუ საუდის არაბეთიდან 500 მილიონ ევროს შემომთავაზებენ? თვითმფრინავი არ დამჭირდება, ფეხით ჩავალ. რა თქმა უნდა ვხუმრობ, ფული არ მაინტერესებს. გავიზარდე ოჯახში, რომელშიც ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარია თავს როგორ გრძნობ და აქ ბედნიერი ვარ.

ბეტისთან მატჩი? რთული შეხვედრა გველოდება. ბეტისი საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს და სოლიდური და კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენი მიზანია ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ, გავიმარჯვოთ და კარგი მომენტუმი შევინარჩუნოთ.

ბელინგემი? ინდივიდუალურად იმუშავა. მხრის დაზიანება რჩება პრობლემად, რომელიც უნდა გადაიჭრას. მას თამაში შეუძლია და მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. კეპა? კეპა დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. ლუნინს რაც შეეხება, მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია და გადაწყვეტილებას თუ ვინ დაიწყოს, ხვალ მივიღებ“.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „რეალის“დაპირისპირება 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 19:15-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა