გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის რეკორდის დამხობასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" დღეს პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრას გამართავს. "ქალაქელები" "ვესტ ბრომვიჩს" ესტუმრებიან და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერლიგის რეკორდს გაიმეორებენ.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 8 მოგება და 1 ფრე აქვს. პრემიერლიგის საწყის 10 ტურში რეკორდი მოურინიოს "ჩელსის" ეკუთვნის. ლონდონელებმა 2005-2006 წლების სეზონში მათ ანგარიშზე 9 მოგება და 1 ფრე იყო.
თუ, დღეს "სიტი" 3 ქულას მოიპოვებს, ისინი რეკორდს გაიმეორებენ და მომდევნო ტურში მისი დამხობის საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურში პეპის გუნდი "არსენალს" უმასპინძლებს.
აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში საუცხოო შედეგი აქვს. მათ ანგარიშზე უკვე 32 გოლია. გაშვებული კი მხოლოდ 4 აქვთ.