ჟოან გასპარი
Aa
Aa

გასპარი: რეალს ეთიკაზე საუბარი უყვარს? მაშინ დი სტეფანოს მოგებული თასები გადმოგვცეს

„ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა ნეგრეირას საქმეზე ისაუბრა.

კატალონიელებს სამსაჯო სკანდალის გამო ლა ლიგის რამდენიმე კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. საქმეზე ჯერაც ძიება მიმდინარეობს და „ბარსელონა“ სხვებისგან უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემას მოითხოვს, რაც მაგალითად, „სევილიამ“ და „რეალმა“ არ გააკეთეს. ეს ყველაფერი „ბლაუგრანასთან“ მატჩში მათი პრეზიდენტების მხრიდან შეხვედრაზე არდასწრებით გამოიხატა.

„რადგან მადრიდში ძალიან უყვართ ეთიკის შესახებ საუბარი, ნება მიეცით მათ დი სტეფანოსთან ერთად მოგებული ჩემპიონთა თასები და ლა ლიგის თასები გადმოგვცენ, შემდეგ ჩვენ მშვიდობიანად დავშორდებით.

ეთიკის შესახებ ყოველთვის ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ და ეს კვლავაც იქნება. მაგრამ ეთიკური სტანდარტები, იურიდიულისგან განსხვავებით, არ არის კანონში გაწერილი. ისტორია ფაქტებია“,

- ციტირებს გასპარის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ალფრედო დი სტეფანო „ბარსელონაში" 1952 წელს უნდა გადასულიყო, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ საქმეში სახელმწიფოს დახმარებით „რეალი“ ჩაერია, რის შემდეგაც ესპანეთში დროებით ლეგიონერების დარეგისტრირება აკრძალეს. ამის შედეგად, ორივე კლუბს სეზონმონაცვლეობით არაოფიციალურ მატჩებში დი სტეფანოს გამოყენების უფლება მისცეს. საბოლოოდ, მადრიდელებმა მას „ბარსას“ მსგავსი პირობები შესთავაზეს (4 მილიონი პესო ფეხბურთელის სანაცვლოდ) და გარკვეული დროის შემდეგ, როცა აკრძალვა მოიხსნა, ფეხბურთელის დარეგისტრირება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მახრჩობელა სიტუაციიდან უნდა გავათავისუფლოთ“ - მაცარი იუვესთან მატჩის წინ
„კვარა მახრჩობელა სიტუაციიდან უნდა გავათავისუფლოთ“ - მაცარი იუვესთან მატჩის წინ