რეალი, პსჟ, კილიან მბაპე
Aa
Aa

AS: რეალი მბაპეს იანვარში ბოლო შეთავაზებას გაუკეთებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს ტრანსფერი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა.

AS-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ პირველ იანვარს ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ ბოლო შეთავაზებას გააკეთებს. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს პასუხის გასაცემად და გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა იქნება.

თუ მბაპე მადრიდულ გუნდს 15 იანვრამდე არ უპასუხებს, მომავალში ინტერესი აღარასდროს იქნება. ცნობისთვის, კილიანს „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ნასერ ალ-ხელაიფის სურს, რომ მბაპემ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა ფეხბურთელი ჯერჯერობით თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მადრიდის „რეალმა“ ფრანგულ გიგანტს მბაპეს თაობაზე არაერთხელ მიმართა.

რიგ შემთხვევებში პსჟ წინააღმდეგი იყო. ასევე იყო შემთხვევა, როცა კილიანი ტრანსფერს დათანხმდა, მაგრამ მას გუნდში ისეთი პირობები შესთავაზეს, რომ უარი ვერ თქვა და დარჩა.

ასევე შეგახსენებთ, 24 წლის შემტევის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ კილიანს სურვილი ექნება, „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულებას ავტომატურად 1 წლით გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - რაფაელ ნადალი ბრუნდება
ოფიციალურად - რაფაელ ნადალი ბრუნდება