ინტერის აკადემია, თენგიზ სულაქველიძის აკადემია
Aa
Aa

სულაქველიძის აკადემია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

თენგიზ სულაქველიძისა და ინტერის საფეხბურთო აკადემიების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი - „აკადემიის თასი“ დაიწყო.

ჩემპიონატი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ტარდება და მონაწილეობას სამი ქართული კლუბის გარდა ყაზახეთის, სომხეთისა და უზბეკეთის გუნდებიც იღებენ.

გუშინ ტურნირზე პირველი შეხვედრები გაიმართა, რომელშიც სულაქველიძის აკადემიამ ალტანი 5:0 დაამარცხა, დიუშ კუუსტანაიმ არარატთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ინტერის აკადემიამ კი ასტანას მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა, რომელშიც ალტაიმ დიუშს 3:0 მოუგო, სულაქველიძის აკადემიამ არარატი 3:0 დაამარცხა, სფფ-ის რუხის აკადემიამ კი ასტანას მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია.

ტურნირის ფინალი 9 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები