ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

სათამაშო სტილით უკმაყოფილო არიან | ერიკ ტენ ჰაგს ფეხბურთელთა ნაწილი მხარს არ უჭერს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთ ნახევარს მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მიერ გაწეული სამუშაო არ მოსწონს. Sky Sports-ის ინფორმაციით, რამდენიმე მოთამაშე უკმაყოფილოა სათამაშო სტილით, რომელსაც ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდი აჩვენებს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ტენ ჰაგმა გასახდელის ნაწილზე კონტროლი დაკარგა. რამდენიმე ფეხბურთელი თვლის, რომ მისი ვარჯიშები უაზროდ რთულია და მოთამაშეები ზედმეტად ბევრს დარბიან. Sky Sports-ის ცნობით, ფეხბურთელები ვერ ხვდებიან, სირბილი რატომ უწევთ.

„წითელი ეშმაკების“ გასახდელში შექმნილ მდგომარეობაზე ESPN-იც წერს. „მანჩესტერის“ ფეხბურთელთა ნაწილი ნიდერლანდელ სპეციალისტს მხარს აღარ უჭერს და „ნიუკასლთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, მისი მუშაობით უკმაყოფილო დარჩნენ. მანჩესტერელებს მისი ტაქტიკაც არ მოსწონთ და თვლიან, რომ სათამაშო სქემის გამო, გუნდი ზედმეტად გახსნილია, რამაც „გალათასარაისთან“ 3 გაშვებული ბურთი განაპირობა.

ESPN-ის ცნობით, ტენ ჰაგი ვითარების გამოსწორებასა და ატმოსფეროს შეცვლას აქტიურად ცდილობს. ის საჯაროდ არავის აკრიტიკებს და „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ, ანდრე ონანას შეცდომებზე არაფერი თქვა, „ნიუკასლთან“ წაგების შემდეგ კი, მარკუს რაშფორდს თანადგომა გამოუცხადა. „ოლდ ტრაფორდზე“ თვლიან, რომ ფეხბურთელებმა არ იციან, კრიტიკა როგორ მიიღონ. განსაკუთრებით თუ საქმე საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებს ეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაკვეთილს ჩავუტარებ და შევარცხვენ“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე
„გაკვეთილს ჩავუტარებ და შევარცხვენ“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე