ჯოშ ემეტთან ვეღარ იჩხუბებს | გიგა ჭიკაძე ბრძოლას ჩაეხსნა
Aa Aa
5 დეკემბერი 2023  |  09:25

ჯოშ ემეტთან ვეღარ იჩხუბებს | გიგა ჭიკაძე ბრძოლას ჩაეხსნა

UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს მომდევნო ჩხუბი 16 დეკემბერს (თბილისის დროით, 17 დეკემბერს), ჯოშ ემეტის წინააღმდეგ უნდა გაემართა. სამწუხაროდ, „ნინძამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

რამდენიმე საათის წინ, ემეტმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ გიგა მასთან ბრძოლას ჩაეხსნა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ჭიკაძემაც დაადასტურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ საზარდული დაიზიანა.

UFC-ის გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ ემეტი ჩხუბისთვის მზადაა და ახალ მეტოქეს ეძებს. ამერიკელი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-6 ადგილს იკავებს და მასთან გამარჯვება ჭიკაძეს რეიტინგში წინსვლაში დაეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ძალიან საინტერესო ჩხუბს ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ „ნინძას“ კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა. გიგამ ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა