ბარსელონა, ატლეტიკო, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“3 ქულა პრიორიტეტია“ - ჩავი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„მნიშვნელოვანი მატჩი გველის და 3 ქულა გვჭირდება. „ატლეტიკო“ ჩვენი პირდაპირი მეტოქეა. სიმეონეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერა გვჭირდება. მნიშვნელოვანია დომინირება და სივრცეების შექმნა. ჩვენი მოწინააღმდეგე თავს ყოველთვის კარგად იცავს. რთული იქნება, მაგრამ გვყავს ისეთი გუნდი, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია.

ტერ შტეგენი ისევ ტრავმირებულია და „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ფელიქსს, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებმა მას მოტივაცია უნდა მისცეს. ვფიქრობ, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება. „როხიბლანკო“ არის გუნდი, რომელიც დომინირებს და პირიქით, ჩვენ უნდა ვდომინირებდეთ და სივრცეები გამოვიყენოთ.

მორატას პირადად ვესაუბრე. ის შესანიშნავი თავდამსხმელია და ზაფხულში მისი გადმოყვანა ძალიან მინდოდა. წინ მნიშვნელოვანი გამოცდა გველის. პრიორიტეტი 3 ქულაა.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება 13 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სნეიდერი: “უსამართლობა იყო, რომ 2010 წელს ოქროს ბურთი მე ვერ მოვიგე“
სნეიდერი: “უსამართლობა იყო, რომ 2010 წელს ოქროს ბურთი მე ვერ მოვიგე“