ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Goal-ის მიხედვით | ხვიჩას ნაპოლი ათეულში არაა
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Goal-ის მიხედვით | ხვიჩას ნაპოლი ათეულში არაა

ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა. Goal-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის, პრესტიჟული ტურნირის მოგების ყველაზე კარგი შანსი მადრიდის „რეალს“ აქვს, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ 4:2 დაამარცხა.

მეორე პოზიციას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „მანჩესტერ სიტი“ იკავებს. პეპ გუარდიოლას ბიჭებს „არსენალი“ და „ბაიერნი“ მოჰყვებიან, ხოლო ხუთეულს „ინტერი“ ასრულებს. მეექვსე პოზიციაზე „დორტმუნდს“ ვხედავთ, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სოსიედადი“ მე-7, მე-8 და მე-9 ადგილებს იკავებენ, ხოლო მეათეზე „ლაიფციგია“.

„ნაპოლის“ რაც შეეხება, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ათეულს მიღმა დარჩა და მე-13 პოზიცია მიაკუთვნეს. გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის „შახტარი“ მე-18 გახლავთ და „მილანზე“, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ და „ნიუკასლზე“ წინ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პლეიოფში გასასვლელად ბოლო ტურში მინიმუმ ქულის აღება ესაჭიროება. „შახტარს“ რაც შეეხება, დონეცკელები ბოლო ტურში „პორტუს“ ხვდებიან და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს „დრაკონების“ დამარცხების შემთხვევაში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები