ოფიციალურად - ნოიერმა კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა
მანუელ ნოიერსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის ყველანაირი პრობლემა მოგვარდა. ვეტერანმა კარის დარაჯმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონში 2025 წლამდე დარჩება.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ნოიერმა კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ, რომ „ბაიერნში“ კიდევ 1 წლით დავრჩები. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დავბრუნდი და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან მსიამოვნებს მოედანზე ამ გუნდთან ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებთან ერთად ჩვენი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. 2025 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რადგან ფინალი მიუნხენში ტარდება.“
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა. ამ პერიოდში მისი და გუნდის ხელმძღვანელობის ურთიერთობა აირია და მანუელს „ბაიერნიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.
ცნობისთვის, ნოიერთან ერთად 2025 წლამდე კონტრაქტი „რეკორდმაისტერის“ მეორე მეკარემ სვენ ულრაიხმაც გაახანგრძლივა.
????️ Jan-Christian Dreesen: "Manuel #Neuer und Sven #Ulreich sind einfach ein Dreamteam". ????
— FC Bayern München (@FCBayern) November 28, 2023
???? https://t.co/UzIf9fvqqw#MiaSanMia #FCBayern