მანჩესტერ იუნაიტედი, რიო ფერდინანდი
Aa
Aa

ფერდინანდი: “მესიმ ინსტაგრამზე გარნაჩოს გამოწერა რონალდუს გამო გააუქმა“

ალეხანდრო გარნაჩოს „ევერტონში“ გატანილ ბრწყინვალე გოლს დიდი გამოხმაურება მოყვა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გატანილი გოლის შემდეგ ღიად განაცხადა, რომ მას ყველა არგენტინელმა თანაგუნდელმა მიულოცა გოლის გატანა, გარდა ლიონელ მესისა.

გარნაჩომ გოლი კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად აღნიშნა(SUIII). როგორც აღმოჩნდა, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა „ინსტაგრამზე“ გარნაჩოს გამოწერა გააუქმა და ამის შესახებ „იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ისაუბრა.

რა თქვა ფერდინანდმა?

„იცით რა მომწონს გარნაჩოში? ის არასდროს არის ჩუმად და სათქმელს ყოველთვის ღიად ამბობს. მითხრა, რომ მესიმ მხოლოდ იმის გამო გაუუქმა გამოწერა, რომ ალეხანდრო გატანილ გოლს რონალდუს მსგავსად აღნიშნავს. გარნაჩო არასდროს მალავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარია და მას გოუთად(ყველა დროის საუკეთესო) მიიჩნევს, თუნდაც ის არგენტინის ნაკრებში თამაშობდეს.“

ცნობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით ლიონელ მესის არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება გარნაჩოს, ის ესპანეთშია დაბადებული, თუმცა ორმაგი მოქალაქეობა აქვს და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

გარნაჩოს გოლი „ევერტონის“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტაკებები პარიზში | პარი სენ-ჟერმენის ულტრასი ქომაგები ნიუკასლის ფანებს თავს დაესხნენ
შეტაკებები პარიზში | პარი სენ-ჟერმენის ულტრასი ქომაგები ნიუკასლის ფანებს თავს დაესხნენ