მანჩესტერ იუნაიტედი, ბენფიკა, ანტონიო სილვა
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი 100 მილიონის დახარჯვას გეგმავს - მიზეზი ანტონიო სილვაა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელებში კოლოსალური თანხების გადახდით ცნობილია. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ მორიგი 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ანტონიო სილვას გადაბირება სურს.

20 წლის ცენტრალური მცველი ინგლისური გიგანტის მთავარი სამიზნე იქნება 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა და „იუნაიტედი“ გადასახდელად მზად არის.

მეტიც, „მანჩესტერი“ კონტრაქტის დეტალებს უკვე მკაცრად ადგენს. „ბენფიკა“ ელოდება, რომ სილვა კლუბს მომავალ წლის ზაფხულში დატოვებს და გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში ლისაბონელები პრობლემას არ შექმნიან.

ცნობისთვის, პორტუგალიელი უკანახაზელი „ბენფიკას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. 2022 წლიდან დღემდე, ანტონიომ ყველა ტურნირზე ერთად 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი VS დორტმუნდი - მატჩის წინ
მილანი VS დორტმუნდი - მატჩის წინ