ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

„საუკეთესო ნაპოლის ველოდებით“ | რა თქვა გასპერინიმ პარტენოპეისთან მატჩზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ ელის. „ლა დეას“ თავკაცმა, ჯან პიერო გასპერინიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „პარტენოპეისთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რას ველოდები ნაპოლისგან მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ? ნაპოლი ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და გასულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. საუკეთესო ნაპოლის ველოდები, მაგრამ ჩვენც კარგი პერიოდი გვიდგას და სატურნირო ცხრილში შესანიშნავი პოზიცია გვიკავია. ნაპოლისთან შეხვედრაში ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გავაკეთოთ და ჩვენი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმის ჩვენებაა. მატჩი 90 წუთი გრძელდება და უამრავი კომპონენტია მნიშვნელოვანი. უნდა ვიცოდეთ, როგორ შევუტიოთ და უკან როგორ დავიხიოთ.

ვინ არის სკუდეტოს ფავორიტი? ყველაზე მარტივი პასუხი ინტერია და ამ მომენტისთვის, ფავორიტის შეგრძნებას ტოვებენ. ნერაძური სხვებზე ცოტათი წინაა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 12 ტურია გასული. იუვენტუსს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და მათი ურთიერთშეხვედრები ბევრ რამეს გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ატალანტას“ ანგარიშზე 20 ქულაა და „ლა დეა“ მე-5 გახლავთ. ამ გუნდების მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენიოსს თავისუფლება სჭირდება - რაზე ესაუბრა მაცარი ხვიჩას
გენიოსს თავისუფლება სჭირდება - რაზე ესაუბრა მაცარი ხვიჩას