ქობულეთის შუქურა, სამტრედია
Aa
Aa

სამტრედიამ ფინანსურ კრიზისში მყოფი შუქურა 9:0 გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ფინანსურ კრიზისში მყოფი ქობულეთის „შუქურა'' ანგისას ბაზაზე „სამტრედიასთან'' 0:9 განადგურდა. ქობულეთურ კლუბში ფინანსური პრობლემებია და დღეს აჭარულმა გუნდმა პირველი გუნდის მოთამაშეების გარეშე ითამაშა. აქედან გამომდინარე, რევაზ ძოძუაშვილმა ბევრ ახალბედა მოთამაშეს შანსი მისცა, თუმცა სამტრედიელთა უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ „შუქურას'' კარში 9 უპასუხო გოლი გავიდა.

ილია ახვლედიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მიშოვისა და კირკიტაძის აქტივში 2-2 გოლია. აღსანიშნავია, აბდულა ხაიბულაევის შესანიშნავი დარტყმა, საჯარიმოს გარედან ძლიერი და ზუსტი დარტყმით შეაგდო. ხაიბულაევის მსგავსად 1 გოლია სტრაჰინია პავიშიჩის ანგარიშზე.

გოლები: 0:1, 0:2 ალეკსანდრ მიშოვი (15, 19), 0:3 სტრაჰინია პავიშიჩი (33), 0:4 აბდულა ხაიბულაევი (40), 0:5, 0:7, 0:8 ილია  ახვლედიანი (50, პენ 57, 76), 0:6, 0:9 დავით კირკიტაძე (53, 82)

 

„შუქურამ'' 34 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 25 დათმო, 11 ქულით აუტსაიდერია, შემდეგ სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს. რაც შეეხება „სამტრედიას'', დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილი გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამ ეტაპზე 33 ქულით მე-8 ადგილზეა. თუ „სამტრედია'' უფრო მაღალ პოზიციას ვერ დაიკავებს, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ მატჩს რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები