ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩელსი და კვარაცხელია | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი ლურჯების ინტერესზე

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ დაწერა, რომ ლონდონის „ჩელსი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებით სერიოზულადაა დაინტერესებული და აპირებს, „ნაპოლის“ წინადადებით მიმართოს.

ჯეიკობსმა „არისტოკრატების“ ინტერესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. ბრიტანელი ჟურნალისტის მიხედვით, „ჩელსის“ გარდა, კვარაცხელია „მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლის“ რადარზეც იმყოფება.

„როგორც გავიგე, ჩელსიში კვარაცხელიასთან დაკავშირებით სერიოზული არაფერი ხდება და მის ტალანტზე რამდენიმე ტოპ კლუბს აქვს ინფორმაცია. მათ შორის მანჩესტერ სიტი და ნიუკასლი არიან. ნაპოლის კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა და არ სურს, ხვიჩა და ვიქტორ ოსიმენი 2024 წელს დაკარგოს. თუმცა, ნიგერიელი თავდამსხმელის წასვლის შანსი უფრო მაღალია“, - დაწერა ჯეიკობსმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე