U19: უშანსო მარცხი ესპანეთთან - საქართველო ელიტ-რაუნდში ითამაშებს
საქართველოს ფეხბურთელთა 19-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ესპანეთის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა და უშანსოდ, 0:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმში, ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორე ნახევარში კი ესპანელებმა ყველა კომპონენტში გვაჯობეს და ბედიაშვილის კარში 4 უპასუხო ბურთი გაიტანეს.
ანგარიში 53-ე წუთზე როდრიგესმა შორეული გასროლით გახსნა, 57-ე წუთზე კი გასიოროვსკიმ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 75-ე წუთზე კარვალიომ საქართველოს ნაკრების კარში მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე, შენჰადიმ დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, პირველ ადგილზე კი 9 ქულით ესპანეთის 19-წლამდე გუნდი გავიდა.