ანვარ ელ-ღაზი
Aa
Aa

ელ-ღაზი მაინცს უჩივლებს - კონტრაქტის შეწყვეტა პალესტინის მხარდაჭერის გამო

„მაინცის“ შემტევი ანვარ ელ-ღაზი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გეგმავს, რომ კლუბს სასამართლოში უჩივლოს.

გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელს ხელშეკრულება ცალმხრივად მას შემდეგ გაუწყვიტა, როცა ელ-ღაზიმ ომის დაწყების შემდეგ, პალესტინას მხარი საჯაროდ დაუჭირა. ხელშეკრულება ოფიციალურად 3 ნოემბერს გაწყდა.

Bild-ის ცნობით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მაინცის შრომის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსმენები წელს უნდა დაიწყოს, არაუგვიანეს დეკემბრის დასაწყისში.

პირველ რიგში, ელ-ღაზი მოითხოვს, რომ კლუბმა დაასახელოს კონტრაქტის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი. ამის შემდეგ კი ასეთი ნაბიჯის კანონიერების საკითხი გადაწყდება.

ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტით 2,5 მილიონი ევროს მიღება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე